Reuters - უკრაინას იარაღის წარმოების საკითხზე დასავლურ მწარმოებლებთან მოლაპარაკებებს აქვს

უკრაინა იარაღის, მათ შორის დრონების, წარმოების გაზრდის საკითხზე დასავლურ მწარმოებლებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს და შესაძლოა, კონტრაქტები უახლოეს თვეებში გააფორმოს, - ამის შესახებ უკრაინის სტრატეგიული მრეწველობის მინისტრის მოადგილემ, სერჰი ბოიევმა Reuters-ს განუცხადა.

მისი თქმით, კიევი მართავს მოლაპარაკებებს მწარმოებლებთან გერმანიიდან, იტალიიდან, საფრანგეთიდან და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან მწარმოებლებთან, რათა მათ უკრაინაში იარაღის წარმოება დაიწყონ.

„მათთან ძალიან დეტალური დისკუსია გვაქვს და დარწმუნებული ვართ, რომ მომდევნო რამდენიმე თვეში ხელმოწერილი კონტრაქტები გვექნება“, - განუცხადა ბოევმა Reuters-ს.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა