დღეს რუსმა სამხედროებმა ხერსონის საცხოვრებელი კვარტლები დაბომბა. ამის შესახებ ინფორმაციას მედია ხერსონის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსზე დაყრდნობით ავრცელებს.
„დაღუპულია 27 წლის მამაკაცი. დაზიანებულია სასწრაფო დახმარების მანქანა“, - განაცხადა ხერსონის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსმა ალექსანდრე პროკუდინმა.
მისივე თქმით, საარტილერიო დარტყმები სამოქალაქო ობიექტებზე განხორციელდა – სახლები, საბავშვო ბაღი, საგანმანათლებლო დაწესებულება და ტექნიკური მომსახურების სადგური. დაზიანდა ასევე სასწრაფო დახმარების მანქანა, რომელიც ხერსონელებისთვის სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად მიემართებოდა. ექიმები არ დაშავებულან.
გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსულმა ჯარმა ხერსონის ოლქი 57-ჯერ დაბომბა.