ევროკომისია რეფორმების კუთხით საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე ზეპირ ანგარიშს 22 ივნისს წარადგენს

ევროკომისია საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის მიერ რეფორმების კუთხით მიღწეულ პროგრესთან დაკავშირებით ზეპირ ანგარიშს 22 ივნისს წარადგენს, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრესრელიზშია აღნიშნული.

ევროპულ საბჭოში აცხადებენ, რომ ანგარიშის წარდგენა 22 ივნისს ევროკავშირის გენერალურ საქმეთა საბჭოზე მოხდება.

ცნობილია, რომ საქართველოს მიერ წევრობის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად ევროკავშირის მიერ გაცემული 12 პრიორიტეტის შესრულებასთან დაკავშირებულ ოფიციალურ ანგარიშს ევროკომისია ოქტომბერში წარადგენს. დეკემბერში კი ევროკავშირის წევრი ქვეყნები საქართველოსათვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს.

ავთანდილ წულაძე - მიუნხენის კონფერენციის ფონზე საქართველო და სომხეთი ძალიან რთულ ვითარებაში არიან, რადგან ვაშინგტონის ინტერესი ჩვენი რეგიონის მიმართ ჯერ არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.02.2025
ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტი - მადლობა საქართველო! თქვენ ამ ოლიმპიადით თამასა ისე მაღლა ასწიეთ, რომ მომდევნო ქვეყნისთვის რთული იქნება ფესტივალის ასე კარგად ჩატარება
სადაზღვევო კომპანია „ალდაგი“ „კრედო ბანკის“ მწვანე პროექტის პარტნიორი გახდა
რეკომენდაციები კიბერდამნაშავეებისგან თავის დასაცავად