KIU - ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადრონული თერაპიის ცენტრის პარტნიორთა რიცხვი იზრდება

KIU-ის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე მიხეილ ჩხენკელი, საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანი და ამავე ფონდის პროექტების დირექტორი ვახტანგ ცაგარელი ესპანეთში იმყოფებოდნენ.

როგორც KIU-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ვიზიტის ფარგლებში დელეგაცია შეხვდა მსოფლიო რანგის იტალიელ მეცნიერს, GSI Helmholtz Center for Heavy Ion research-ის ბიოფიზიკის დეპარტამენტის დირექტორსა და PTCOG-ის პრეზიდენტს - მარკო დურანტეს.

„შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს ადრონული თერაპიის ცენტრის განვითარების მიმდინარე ეტაპი და დასახეს ევროკავშირის სამეცნიერო საგრანტო პროგრამებში ერთობლივი მონაწილეობის გეგმა. KIU-ს ადრონული თერაპიის ცენტრი უახლოეს პერიოდში გახდება PTCOG-ის სრულფასოვანი წევრი და მიიღებს ხმის უფლებას აღნიშნული ასოციაციის გამგეობის საბჭოში.

ესპანეთში ვიზიტისას ქართული მხარე ასევე შეხვდა ჰარვარდის მედიცინის სკოლის პროფესორ ტომას ბორტფელდს, წამყვანი ესპანური ონკოლოგიური კლინიკის, Quironsalud-ის სამედიცინო დირექტორს - რეიმონდ მირალბელსა და იტალიაში მოქმედი წამყვანი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის, CNAO-ს გენერალურ დირექტორს - სანდრო როსსის. შედეგად, სამივე მეცნიერმა გამოთქვა მზაობა, რომ აღნიშნული წამყვანი ცენტრები უზრუნველყოფენ ადრონული თერაპიის ცენტრის მეცნიერთა სტაჟირებასა და გადამზადებას.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადრონული თერაპიის ცენტრში ციკლოტრონის ტიპის ორი ზეგამტარული ამაჩქარებელი განთავსდება. სამეცნიერო კვლევებისათვის განკუთვნილ ციკლოტრონზე განხორციელდება თანამედროვე კვლევები ბირთვულ ექსპერიმენტულ ფიზიკაში, რადიაციულ ბიოფიზიკასა და ქიმიაში. სამედიცინო მიზნებისათვის განკუთვნილი ციკლოტრონის ბაზაზე დაარსდება პროტონული თერაპიის კლინიკა.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი და ადრონული თერაპიის ცენტრი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სფეროს მეგა-პროექტებია. უნივერსიტეტის იდეისა და კონცეფციის ავტორი ბიძინა ივანიშვილია. სწორედ მისი და მისი ოჯახის უაღრესად მნიშვნელოვანი ქველმოქმედების შედეგად ქვეყანაში გაჩნდა მსოფლიო მასშტაბის აკადემიური და სამეცნიერო-კვლევითი სივრცე”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე