აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზებისთვის ახალი პერსპექტივები გაჩნდა

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის ჯეიხუნ ბაირამოვის განცხადებით, აზერბაიჯანსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის ურთიერთობების ნორმალიზებისთვის ახალი პერსპექტივები გაჩნდა, რომლებიც სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და საზღვრების ხელშეუხებლობის ურთიერთპატივისცემაზეა დაფუძნებული.

მინისტრის თქმით, აზერბაიჯანი მზად არის გააგრძელოს გზა განვითარებისკენ, რომელიც ხელს შეუწყობს უფრო უსაფრთხო და აყვავებული რეგიონის მშენებლობას და დაინტერესებულია, როგორც რეგიონალურ, ასევე უცხოელ ინვესტორებთან თანამშრომლობაში.

ამასთან, ჯეიხუნ ბაირამოვმა აღნიშნა, რომ სომხური მხარე, გაწეული ძალისხმევის მიუხედავად, მაინც ქმნის სირთულეებს კომუნიკაციების განბლოკვის კუთხით.

აზერბაიჯანის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, 2022 წელს ქვეყნის გავლით ტრანზიტი გაზრდილია 75%-ით და ყველა კომუნიკაციის გახსნას შეუძლია უფრო დიდი წვლილის შეტანა სამხრეთ კავკასიის რეგიონის მდგრადი მშვიდობის და სტაბილურობის საქმეში, ასევე, ეს მნიშვნელოვნად გაზრდის ვაჭრობისა და ტრანსპორტის მოცულობას.

ჯეიხუნ ბაირამოვმა ასევე ისაუბრა ზანგეზურის დერეფნის მნიშვნელობაზე და ხაზი გაუსვა იმას, რომ აღნიშნული ინიციატივა უფრო გააძლიერებს ურთიერთობებს საშუალო დერეფნის ფარგლებში.

ავთანდილ წულაძე - სი ძინ პინმა მოსკოვში ჩასვლით წერტილი დაუსვა კისინჯერის თეორიის განხორციელების ტრამპისეულ მცდელობებს, რომლის მიზანი იყო ჩინეთისაგან რუსეთის ჩამოშორება და მისი ჩინეთთან დაპირისპირება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ELT GROUP-მა ბათუმში, ამერიკულ Wyndham Hotel Group-თან პარტნიორობით, რეგიონში პირველი LA QUINTA BY WYNDHAM-ის სასტუმრო გახსნა