ირაკლი ქადაგიშვილი - როცა ერთი მხარე აცხადებს, რომ რომელიღაც მეფე ან დიდი ავტორიტეტის ადამიანი უპირობოდ მოღალატეა და ის ერმა მოღალატედ უნდა შერაცხოს, გამოჩნდება ვიღაც, ვინც იტყვის, რომ შენც უპირობოდ მოღალატე ხარ

როდესაც ერთი მხარე აცხადებს, რომ რომელიღაც მეფე ან რომელიღაც დიდი ავტორიტეტის მატარებელი ადამიანი უპირობოდ მოღალატეა და ის ერმა მოღალატედ უნდა შერაცხოს, გამოჩნდება ვიღაც, ვინც იტყვის, რომ შენც უპირობოდ მოღალატე ხარ - არ შეიძლება ვიღაცას გამოხატვის ისეთ ფორმებზე ჰქონდეს ექსკლუზივი, რომელიც ნორმალური, თავისუფალი აზრის გამოხატვას ცდება და ფსიქოლოგიურ, მორალურ და ბოლოს ფიზიკურ ძალადობაში გადადის, - ეს განცხადება “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა ლევან ბერძენიშვილზე მომხდარ თავდასხმაზე დასმული კითხვის პასუხად გააკეთა.

ქადაგიშვილის თქმით, ხელისუფლება ასეთი ტიპის ინციდენტებს არავითარ ორგანიზებას არ უწევს და აქვს პრევენციისა და მომხდარზე ოპერატიული რეაგირების პასუხისმგებლობა.

„ზოგადად, ყველა ვამბობთ, რომ ძალადობა მიუღებელია. გამოხატვის თავისუფლებაც არსებობს, მაგრამ თუ ყველა მხარე საერთო თამაშის წესებს არ შეიმუშავებს და საკუთარ თავს გამოხატვის გარკვეულ ჩარჩოებს და შიდა ცენზურას არ დაუწესებს, ერთი ძალადობა მეორე ძალადობას შობს, ერთი შეტევა მეორე შეტევას შობს. ვიღაცამ კვერცხი ჩაიდო... "მოლოტოვის კოქტეილიც" ვიღაცამ ჩაიდო და ვინმემ "მოლოტოვის კოქტეილის" ჩამდები დააორგანიზა? - ალბათ ისიც დააორგანიზა, როგორც თქვენ ამბობთ, რომ ვიღაცამ კვერცხის ჩამდები დააორგანიზა...

გამომდინარე აქედან, ყოველგვარი რადიკალიზმი არის დასაგმობი. არ შეიძლება ოპოზიციური ულტრარადიკალიზმი მისაღები იყოს, ხოლო მეორე უკიდურესი მემარჯვენე რადიკალიზმი მიუღებელი იყოს - ორივე მიუღებელია და საზოგადოებამ უარი ორივეზე უნდა თქვას. განსაკუთრებით კი პოლიტიკურმა აქტორებმა.

ორივე გამოვლენა მიუღებელი და დასაგმობია!“ - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია