ევროკავშირი წევრ ქვეყნებს უკრაინის მხარდასაჭერად 50 მილიარდი ევროს დახმარების გამოყოფას სთხოვს

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა უკრაინის დახმარების ახალი, 50 მილიარდი ევროს ღირებულების პაკეტი დააანონსა.

მისი თქმით, დახმარების პაკეტი მოიცავს როგორც გრანტებს, ასევე სესხებს.

„ვთავაზობთ ფინანსურ რეზერვს მომდევნო ოთხი წლისთვის 50 მილიარდ ევროს ოდენობით. ეს ფინანსური რეზერვი საშუალებას მოგვცემს ჩვენი ფინანსური მხარდაჭერა ადგილზე სიტუაციის ევოლუციას მოვარგოთ, რადგან ვიცით, რომ ომი ჩვენგან უდიდეს მოქნილობას მოითხოვს”, - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს