უკრაინამ ახალი უპილოტო საფრენი აპარატის გამოცდა ჩაატარა

უკრაინამ ახალი უპილოტო საფრენი აპარატის გამოცდა ჩაატარა

უკრაინამ წარმატებით გამოიყენა ახალი უპილოტო საფრენი აპარატი, რომლის განადგურების სიშორე ათას კილომეტრს შეადგენს. განცხადებას ამის შესახებ სოციალურ ქსელ Facebook-ში სახელმწიფო კონცერნის „უკრობორონპრომის“ პრესმდივანი ნატალია სადი ავრცელებს.

ნატალია სადი ასევე უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდალთან ვალერი ზალუჟნისსთან, საჰაერო ძალების მეთაურთან ნიკოლაი ოლეშუკთან და „უკრობორონპრომის“ დირექტორთან იური გუსევთან ფოტოს აქვეყნებს წარწერით: „ჩვენი 1000 კმ-ზე მფრინავი უპილოტოს წარმატებით გამოყენების შემდეგ“. უპილოტო საფრენი აპარატის ფრენის სიშორე - 1000 კმ. საბრძოლო ნაწილის წონა - 75 კგ.