ლიეტუვა რუსეთისა და ბელარუსის გავლით საქონლის გადატანის წესებს ამკაცრებს

ტვირთის გამგზავნები, რომლებიც ლიეტუვიდან ზოგიერთი საქონლის გადაზიდვას რუსეთის ან ბელარუსის გავლით ახორციელებენ, მიმდინარე წლის 3 ივლისიდან ვალდებულნი იქნებიან მწარმოებლის დეკლარაცია შეიტანონ. განცხადებას ამის შესახებ ქვეყნის საბაჟო ავრცელებს.

ლიეტუვას საბაჟო დეპარტამენტის მიერ დამტკიცებული ჩამონათვალი ორმაგი დანიშნულების საქონლის რამდენიმე ათეულ სახეობას ეხება, რომლის გამოყენება სამხედრო მიზნით ან რუსული მრეწველობის სიმძლავრეების გაზრდისთვის არის შესაძლებელი.

დეკლარაციაში მწარმოებელმა უნდა დაადასტუროს, რომ იცნობს საქონლის გამყიდველს და მესამე ქვეყანაში მის მყიდველს, რომ მესამე ქვეყანაში არ მოხდება ამ საქონლის გადაყიდვა, და, ასევე, ის თუ ვინ არის საბოლოო მყიდველი.

ლიეტუვას ეკონომიკისა და ინოვაციების სამინისტრო ასევე სთავაზობს მთავრობას დროებით - ერთი წლით - ქვეყნის ტერიტორიის გავლით და ქვეყნის ტერიტორიიდან აკრძალოს იმ ორმაგი დანიშნულების საქონლის გადაზიდვა, რომელიც, შესაძლოა, გამოყენებულ იქნეს უკრაინის წინააღმდეგ ომში. ჩამონათვალში 65 სასაქონლო კოდით არსებული საქონელია, მაგრამ აღნიშნული შეიძლება შეიცვალოს.

ლიეტუვას ბანკის (ცენტრალური ბანკის) გაანგარიშებით, უკრაინაში ომის დაწყებიდან ქვეყნის ექსპორტის საერთო მოცულობა რუსეთის ფედერაციაში 4%-ით შემცირდა, თუმცა სამაგიეროდ 4,2%-ით გაიზარდა ექსპორტი სხვა დსთ-ს ქვეყნებში. არსებობს ვარაუდი, რომ ამ რეექსპორტით რუსეთის ფედერაციაში სანქცირებული საქონლის შეტანის შენიღბვა ხორციელდება.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა