კირილ ბუდანოვი აცხადებს, რომ რუსებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გამაგრილებელი დანაღმეს და აფეთქების საშიშროება არსებობს

ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გამაგრილებელი დანაღმეს, აფეთქების საშიშროება არსებობს. ამის შესახებ უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა კირილ ბუდანოვმა განაცხადა.

“სამწუხაროდ, ამ მომენტისთვის [აფეთქების ან ავარიის] გარკვეული საშიშროება არსებობს. ვინაიდან, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური როგორც იმყოფებოდა, ისევე იმყოფება საოკუპაციო ჯარების დროებითი კონტროლის ქვეშ”, - განაცხადა ბუდანოვმა.

მისი თქმით, კახოვკის ჰესის კაშხლის აფეთქებით რუსებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გამაგრილებლებთან წყლის ნორმალური მიმოსვლა გაანადგურეს.

ასევე, ოკუპაციის პირობებში ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური დამატებით იქნა დანაღმული, კერძოდ კი მისი გამაგრილებელი.

“თუ მას [გამაგრილებელს] აფეთქების გზით გამოიყვანენ მწყობრიდან, დიდი ალბათობაა იმისა, რომ მნიშვნელოვანი პრობლემები იქნება”, - აღნიშნა ბუდანოვმა.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა