ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ აშშ უკრაინის დახმარების ახალ, „ძლიერ პაკეტს“ ხვალ გამოაცხადებს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ “ძლიერ პაკეტს” აანონსებს. ამის შესახებ მან დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიმს კლევერლისთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“პრეზიდენტმა ბაიდენმა თქვა… რომ უკრაინასთან იმდენ ხანს ვიქნებით, რამდენიც საჭირო იქნება, და ჩვენი ორივე ქვეყანა ამისადმი ერთგულია… ამ ვალდებულების შესრულებას გავაგრძელებთ, მათ შორის ამერიკული დახმარების ახალი ძლიერი პაკეტის მეშვეობით, რომლის გამოცხადებასაც ხვალ შევძლებ”, - განაცხადა ბლინკენმა.

ცნობისთვის, ოთხშაბათსა და ხუთშაბათს ლონდონში უკრაინის აღდგენასთან დაკავშირებულ საკითხებზე კონფერენცია გაიმართება, რომელშიც 60-ზე მეტი ქვეყნიდან 1000-ზე მეტი წარმომადგენელი, და ასევე ბიზნეს ლიდერები და გლობალური ინვესტორები უკრაინის აღდგენაში დახმარების გზებს განიხილავენ.

გიორგი კაჭარავა - უკრაინა-რუსეთის ომის დასასრულებლად დაწყებული პროცესი რუსეთის პირობებზე ვერ წარიმართება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება