ანონსი  21 ივნისი

21 ივნისს, 10:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ირლანდიის პარლამენტის სპიკერს, შონ ო ფარელის შეხვდება.

დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, II სართული, ბიუროს ოთახი)

21 ივნისს, 10:30 საათზე, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის მთავარი საკონსულტაციო ორგანო - „ფერმერთა სათათბირო“ ექვსი თვის საქმიანობის შედეგებს შეაჯამებს და დარგობრივი უნარების ორგანიაცია „აგრო დუოსთან“ ერთად, აგრარულ სექტორში არსებულ გამოწვევებზე, პროფესიული განათლების მნიშვნელობასა და დასაქმების ხელშეწყობის შესაძლებლობაზე იმსჯელებს.

საკონტაქტო: ნათია მსხილაძე - 591 05 19 05

21 ივნისს, 10:30 საათზე, საია ფორუმს: „მართლმსაჯულება 1984 წლის კოდექსით“ გამართავს.

ღონისძიებას დაესწრებიან ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

მის: ეგნატე ნინოშვილის #8 („ფაბრიკა თბილისი“)

21 ივნისს, 11:00 საათზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „საქართველოს კიბერუსაფრთხოების ფორუმ - 2023-ს“ გახსნის.

მის: პირველი რესპუბლიკის მოედანი #1 (სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერია“)

21 ივნისს, 11:00 საათზე, ხელვაჩაურში მერიის წინ, ხელვაჩაურის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე მიშა ბოლქვაძე ბრიფინგს გამართავს.

თემა: „ხელვაჩაურის მერის პირველი მოადგილის მიერ თანხის უკანონო მითვისება“.

მის: ხელვაჩაური, მერიის შენობა

საკონტაქტო: მიშა ბოლქვაძე - 577 03 21 05

21 ივნისს, 11:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი და ირლანდიის პარლამენტის სპიკერი, შონ ო ფარელი პრესისთვის ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ.

B კორპუსი, II სართული (ბიუროს ოთახის წინ)

21 ივნისს, 11:00 საათზე, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა და კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N638 (C კორპუსი, VI სართული)

21 ივნისს, 11:00 საათზე, „ლელოს“ წევრი, თაზო დათუნაშვილი ბრიფინგს გამართავს.

თემა: „პროექტი რომელიც ღარიბაშვილმა წარადგინა - ვაზიანში სამხედრო ბაზის გაუქმება - სახელმწიფოს ღალატია“.

მის: სადგურის მოედანი, „ლელოს“ ოფისი.

21 ივნისს, 12:00 საათზე, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

21 ივნისს, 12:00 საათზე, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტსა და ჭიათურის მოსწავლეთა საკრებულოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.

საქართველოს კონსტიტუციის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N304)

21 ივნისს, 13:00 საათზე, პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N331 (C კორპუსი, III სართული)

21 ივნისს, 13:00 საათზე, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა გაიმართება.

ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

21 ივნისს, 14:00 საათზე, შინაგან საქმეთა სამინისტროში, 20 ივნისს, თბილისში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების შესახებ, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგისა და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს უფროსი, თორნიკე მარსაგიშვილი ბრიფინგს გამართავს.

მის: გულუას ქუჩა N10.

21 ივნისს, 14:30 საათზე, სასტუმრო „ჰილტონში“, „City Cancer Challenge (C/Can) თბილისის“ პროექტის პრეზენტაცია გაიმართება.

პრეზენტაციაში მონაწილეობას მიიღებენ ჯანდაცვის სამინისტროს, თბილისის მერიისა და C/Can-ის წარმომადგენლები, ასევე, საქართველოს წამყვანი ონკოლოგები.

მის: ი. ჭავჭავაძის გამზირი 64ა.

საკონტაქტო: ნათია ვერძაძე - 595 05 36 08

21 ივნისს, 15:00 საათზე, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი როინ მეტრეველი მსოფლიო პატრიარქის, ბართლომეოსის ოფიციალურ წარმომადგენლებს შეხვდება.

დელეგაციის წევრები არიან: ხელმძღვანელი, ბურსელი მიტროპოლიტი იოაკიმე ბილისელი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ზურაბ ხონელიძე და მსოფლიო საყდრის არქიმანდრიტი, სტამბოლის ქართული სამრევლოს წინამძღვარი მამა ილია.

მის: შოთა რუსთაველის გამზ.52 (მე-3 სართული).

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა