ოლეგ ნიკოლენკო აცხადებს, რომ უკრაინამ უნგრეთიდან სამი სამხედრო ტყვე დაიბრუნა

უკრაინამ უნგრეთიდან სამი სამხედრო ტყვე დაიბრუნა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი ოლეგ ნიკოლენკო ავრცელებს.

მისი თქმით, უნგრეთიდან დაბრუნებული სამი სამხედრო ტყვე უკვე უკრაინაში იმყოფება და ისინი “უზრუნველყოფილი არიან ყველანაირი დახმარებით”.

“უკრაინელი დიპლომატები სამხედრო ტყვეებთან მოპყრობის საკითხებში საკოორდინაციო შტაბთან და უკრაინის სხვა მონაწილე ორგანოებთან ერთად აქტიური ზომების მიღებას აგრძელებენ, რათა რუსეთიდან უნგრეთში გადაყვანილი დანარჩენი უკრაინელი დამცველები დააბრუნონ სახლში”, - განაცხადა ნიკოლენკომ.

ცნობისთვის, ივნისის დასაწყისში უნგრულმა მხარემ განაცხადა, რომ რუსულ მართლმადიდებლურ ეკლესიასა და მალტის დახმარების სამსახურს შორის გაფორმებული შეთანხმებების ფარგლებში მათ რუსეთიდან 11 უკრაინელი სამხედრო ტყვე გაიყვანეს.

ამავდროულად, უნგრეთი უკრაინელ დიპლომატებს უკრაინელ სამხედრო ტყვეებთან წვდომას არ აძლევდა და აღნიშნულ პროცესში მთავრობის მონაწილეობას უარყოფდა.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის