ვოლოდიმირ ზელენსკი - სამხრეთსა და აღმოსავლეთში უკრაინელი მებრძოლები ფიზიკურად წმენდენ უკრაინას - მკვლელებისა და ტერორისტების ადგილი აქ არ არის და არასდროს იქნება

სამხრეთსა და აღმოსავლეთში უკრაინელი მებრძოლები ფიზიკურად წმენდენ უკრაინას. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

“ტერორისგან დაცვა - ეს ტერორისტების განადგურებაა და ეს გარანტიაა, რომ ბოროტება სახელმწიფოს აღარასდროს აღარ ექნება უკრაინაში სიბოროტის მოტანის შესაძლებლობა”, - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა სამძიმარი გამოუცხადა სამშაბათს ხერსონის ოლქში დაღუპული მაშველის ახლობლებს.

“საგანგებო სიტუაციების სამსახურის რვა თანამშრომელი დაიჭრა. ერთი, სამწუხაროდ, დაიღუპა. სამძიმარს ვუცხადებ ნათესავებსა და ახლობლებს. უკრაინელი მებრძოლები აუცილებლად გასცემენ ტერორისტებს პასუხს ამ ბოროტებისთვის… ყოველი ასეთი რუსული დარტყმა, ყოველი რუსული ტერაქტი - ყოველ ჯერზე არგუმენტია, რომ ოკუპანტებს სადმე უკრაინულ მიწაზე დარჩენის არანაირი შანსი არ აქვთ და არ ექნებათ. მკვლელებისა და ტერორისტების ადგილი აქ არ არის და არასდროს არ იქნება”, - განაცხადა ზელენსკიმ.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა