მედია - საფრანგეთი მხარს უჭერს უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას

საფრანგეთის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, მხარი დაუჭიროს უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას, რათა გავლენა მოახდინოს რუსეთზე, - ინფორმაციას Le Monde-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, 12 ივნისს ელისეის სასახლეში თავდაცვის საბჭოს სხდომაზე განიხილეს უკრაინის ნატო-ში შესვლის შესაძლებლობა „უსაფრთხოების დამოუკიდებელი გარანტიის სახით“.

„ამას შეუძლია შეაკავოს რუსეთი, რომ ომი არ გააგრძელოს, ან კონფლიქტის დასრულების შემთხვევაში აღკვეთოს შემდგომი აგრესია“, -განმარტავს Le Monde.

გარდა ამისა, გამოცემის ცნობით, პარიზი თვლის, რომ ნატო-ში უკრაინის გაწევრიანების პერსპექტივაზე მინიშნებამ შეიძლება დაარწმუნოს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთთან მოლაპარაკებების დაწყებაში, როდესაც ის გადაწყვეტს, რომ შესაფერისი დროა.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა