პენტაგონი - უკრაინას ნატო-ში გაწევრიანების საკუთარი გზა ექნება

ყველა ქვეყანას თავისი გზა აქვს ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. უკრაინას ნატო-ში გაწევრიანებისკენ საკუთარი გზა ექნება, - ამის შესახებ პენტაგონის პრესსპიკერის მოადგილემ, საბრინა სინგმა განაცხადა.

მისი თქმით, ამჟამად, პენტაგონი ორიენტირებულია იმაზე, რომ უკრაინას ჰქონდეს ის, რაც დღეს ბრძოლის ველზე სჭირდება.

„ნატო-ს აქვს ღია კარის პოლიტიკა გაწევრიანებასთან დაკავშირებით. რაზეც ჩვენ აქ, დეპარტამენტში ვართ ორიენტირებული, არის ის, რომ უკრაინას ჰქონდეს ის, რაც მას დღეს ბრძოლის ველზე სჭირდება. ჩვენ, რა თქმა უნდა, ერთგული ვართ მისი გრძელვადიანი ძალისხმევის მიმართ, მაგრამ ჩვენი ძალისხმევა ახლა ორიენტირებულია უსაფრთხოების პაკეტებზე, რომლებსაც ჩვენ ვაწვდით და იმაზე, თუ რისი მიწოდება შეგვიძლია მათთვის ბრძოლის ველზე და რა სჭირდებათ მათ დაუყოვნებლივ“, - აღნიშნა პენტაგონის წარმომადგენელმა.

ბიძინა ლებანიძე - ევროკავშირი დღეს კრიზისშია და ეს თავის თავსაც უნდა დააბრალონ, ბოლო 30 წელი ისე იცხოვრეს, თითქოს დედამიწაზე კი არა სამოთხეში ცხოვრობდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება