რუსეთის თავდაცვის უწყება - კიევის რეჟიმმა მოსკოვის ოლქში უპილოტო საფრენი აპარატებით ტერორისტული თავდასხმა სცადა

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, კიევი მოსკოვის ოლქში უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით „ტერორისტული თავდასხმის“ განხორციელებას შეეცადა.

„დღეს, აღკვეთილ იქნა კიევის რეჟიმის მცდელობა, განეხორციელებინა ტერორისტული თავდასხმა მოსკოვის ოლქში მდებარე ობიექტებზე სამი უპილოტო საფრენი აპარატის გამოყენებით“, - აცხადებენ რუსეთის თავდაცვის უწყებაში.

მათი მტკიცებით, დრონები რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებები ჩაახშვეს, რის შემდეგაც მათ კონტროლი დაკარგეს და ჩამოვარდნენ.

„წარუმატებელ ტერაქტს მსხვერპლი და ნგრევა არ მოჰყოლია“, - აცხადებენ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს