პრემიერი - აბსოლუტურად მიუღებელია ზღვარგადასული ლგბტ პროპაგანდა, რომელიც უცხოეთში ბაღებსა და სკოლებში მიმდინარეობს - ჩვენ ამას უნდა შევეწინააღმდეგოთ

ჩვენ არავის საქმიანობაში, პირად ცხოვრებაში არ ვერევით, ეს აბსოლუტურად მიუღებელია, მაგრამ მეორე მხრივ, ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია ის ზღვარგადასული პროპაგანდა, რომელიც უცხოეთში უკვე ბაღებსა და სკოლებში მიმდინარეობს. მადლობა ღმერთს, ეს ჩვენთან არ მოხდება, ჩვენ ამას დავიცავთ. ჩვენ ამას უნდა შევეწინააღმდეგოთ, - ამის შესახებ პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც დასმულ შეკითხვას უპასუხა.

ღარიბაშვილის თქმით, ლგბტ თემის პროპაგანდა სკოლებში, ბაღებში და ახალგაზრდებში დაუშვებელია.

„მე თქვენი მედიასაშუალებით გავეცანი ამ მონაცემებს. ბუნებრივია, ეს იყო უცხოური ორგანიზაციის კვლევა, როგორც თქვენ აღნიშნეთ, 30 ქვეყანაში ჩატარდა ეს კვლევა და რა თქმა უნდა, განსაკუთრებით საყურადღებო იყო საფრანგეთში ჩატარებული კვლევის შედეგები, სადაც აღმოჩნდა, რომ ახალგაზრდების 22% თავს ლგბტ-დ აცხადებს, რაც ვფიქრობ არის საგანგაშო ტენდენცია. მიმაჩნია, რომ, რა თქმა უნდა, ყველა ადამიანს თავისი უფლება აქვს, საერთოდ ყველა ადამიანის უფლებაა ცხოვრების როგორ წესს აირჩევს, ჩვენ არავის საქმიანობაში ვერევით, არავის პირად ცხოვრებაში ვერევით, ეს აბსოლუტურად მიუღებელია, მაგრამ მეორეს მხრივ, ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია ის ზღვარგადასული პროპაგანდა, რომელიც მიმდინარეობს ბაღებში უკვე და სკოლებში უცხოეთში. მადლობა ღმერთს, ეს ჩვენთან არ მოხდება, ჩვენ ამას დავიცავთ. ჩვენ ამას უნდა შევეწინააღმდეგოთ იმიტომ, რომ დაუშვებელია, მიუღებელია სკოლებში, ბაღებში და ახალგაზრდებში ამ თემის პროპაგანდა. აი, ეს არის ჩემი პასუხი“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.

ამასთან, მან ისაუბრა რესტორან „მაკდონალდსთან“ დაკავშირებით და აღნიშნა, რომ საზოგადოების რეაქცია ადეკვატური იყო.

„რაც ჩვენ ვნახეთ ბოლო დღეების განმავლობაში, რომ ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ რესტორნის ქსელში, მაკდონალდსში სწორედ ბავშვებში მიმდინარეობდა ეს პროპაგანდა, რა თქმა უნდა, ეს არის სრულიად ამორალური და მიუღებელი კამპანია. ჩვენ განმარტებები მოვისმინეთ, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ჩვენთვის მიუღებელია ის პასუხი, რომ თურმე ეს არის გლობალური კამპანიის ნაწილი და ამიტომ ჩვენთანაც უნდა მივიღოთ. ასე არ მოხდება. ვფიქრობ, მისასალმებელია ის, რომ საზოგადოების რეაქცია იყო საკმაოდ მძაფრი და ადეკვატური. ეს არის ჩემი პასუხი“,- აცხადებს ღარიბაშვილი.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

პაატა შეშელიძე - დიდია ეჭვი იმაზე, რომ ფულის შემოტანა და ბანკში გადახურდავება შეთანხმებული იყო ხელისუფლების საკმაოდ მაღალ დონეზე, სხვაგვარად ამის გაკეთება შეუძლებელი იქნებოდა
მირიან  მირიანაშვილი - ივანიშვილი ცდილობს აიძულოს დასავლეთი, მისთვის უსაფრთხოების დამატებითი გარანტიების მიცემის ფორმატზე გადავიდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.09.2025
1+1=13 - „კარფურის“ დაბადების დღეზე, როგორც ყოველთვის, გადასარევი ამბებია
სასტუმრო „ტელეგრაფში“ ჯაზ-კლუბი, „როლინგ სთოუნ ბარი“ და იტალიური რესტორანი გაიხსნა
„ექსპო-ჯორჯიაში“ ჩინური კომპანია KAC Expo-ს ორგანიზებით, ჩინური ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
Turning Point - ლიდერობის პროგრამა ტოპ მენეჯერებისთვის - ახალი ხედვა ქართულ ბაზარზე
„სვის კაპიტალი“ „სკაპის“ სახელით აგრძელებს საქმიანობას - რებრენდინგის მიზანი და სტრატეგია
ყოველწლიური საქველმოქმედო გარბენი დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად