აშშ 1 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების AMRAAM რაკეტების წარმოებას უკვეთავს, მათ შორის, უკრაინისთვის გადასაცემად

ამერიკულმა თავდაცვის კომპანია Raytheon-მა ჰაერი-ჰაერი კლასის რაკეტების, AMRAAM-ის წარმოებაზე 1.1 აშშ მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების კონტრაქტი მიიღო, - ამის შესახებ პენტაგონის პრესრელიზშია აღნიშნული.

უწყების ცნობით, კონტრაქტი ითვალისწინებს AMRAAM-ის რაკეტების, სათადარიგო ნაწილების წარმოებას, ასევე წარმოების საინჟინრო და ტექნიკურ მხარდაჭერას.

პენტაგონის ინფორმაციით, წარმოება, სავარაუდოდ, 2027 წლის 31 იანვრისთვის დასრულდება. ხელშეკრულება ითვალისწინებს არასაიდუმლო უცხოურ სამხედრო გაყიდვებს ბაჰრეინში, ბელგიაში, ბულგარეთში, კანადაში, ფინეთში, უნგრეთში, იტალიაში, იაპონიაში, ნიდერლანდებში, ნორვეგიაში, კატარში, საუდის არაბეთში, სინგაპურში, სამხრეთ კორეაში, ესპანეთში, შვეიცარიაში, უკრაინასა და დიდ ბრიტანეთში.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა