შალვა პაპუაშვილი ირლანდიის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ირლანდიის პარლამენტის ქვედა პალატის თავმჯდომარეს შონ ო’ფარელს შეხვდა.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, 30 წლის განმავლობაში საქართველოსა და ირლანდიას შორის მტკიცე მეგობრობა ჩამოყალიბდა. მისი თქმით, გეოგრაფიული დისტანციის მიუხედავად, საქართველოსა და ირლანდიას ბევრი რამ აქვთ საერთო. შალვა პაპუაშვილმა მადლიერება გამოხატა ირლანდიის მიერ საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროკავშირში ინტეგრაციის მტკიცე მხარდაჭერისთვის.

როგორც შონ ო’ფარელმა აღნიშნა, საქართველოში ვიზიტის მიზანს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაძლიერება წარმოადგენს. მან ასევე მიმოიხილა ის შედეგები, რომელსაც ირლანდიამ მიაღწია ევროკავშირის წევრობის 50 წლის განმავლობაში და აღნიშნა, რომ ირლანდიას სურს, საქართველოც იხილოს ევროკავშირში.

შალვა პაპუაშვილმა ირლანდიელ კოლეგას ევროკავშირის რეკომენდაციების განხორციელების მიმართულებით საქართველოს პროგრესი გააცნო და იმედი გამოთქვა, რომ წლის ბოლოს ევროკავშირი საქართველოს დამსახურებულ კანდიდატის სტატუსს მიანიჭებს.

მხარეებმა საქართველოსა და რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრეს და საპარლამენტო თანამშრომლობის გაღრმავების მზაობა გამოხატეს.

ინფორმაციას პარლამენტი ავრცელებს.

ალექსანდრე  თვალჭრელიძე - ან ხელისუფლება აღიარებს „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნებს, რაც საბოლოო ჯამში ხელისუფლების ცვლილებამდე მიგვიყვანს, ან ტლუდ თავის ხაზს გააგრძელებს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.03.2026
აჰმედ ალნუაიმი - არაბთა გაერთიანებული საამიროები, ადასტურებს ეროვნულ მზადყოფნას და მოითხოვს ირანის უპრეცედენტო თავდასხმების დაუყოვნებლივ  შეწყვეტას
SKI & SPA - "ამბასადორი გოდერძის" სპეციალური შეთავაზება სასრიალო სეზონის მიწურულს