უკრაინის თავდაცვის უწყება - უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის 130-მდე სატანკო ბატალიონი გაანადგურეს

„დიდი ომის“ 16 თვის განმავლობაში უკრაინელმა ჯარისკაცებმა რუსი დამპყრობლების 120-130 სატანკო ბატალიონი გაანადგურეს, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტრო იუწყება.

მათი ინფორმაციით, ფართომასშტაბიანი აგრესიის დაწყებიდან რუსეთმა ფრონტზე 4000-ზე მეტი ტანკი დაკარგა, რაც დაახლოებით 120-130 სატანკო ბატალიონს ნიშნავს.

„ყოველი განადგურებული მტრის ტანკი არის ნაბიჯი ჩვენი გამარჯვებისაკენ“, - აცხადებენ უწყებაში.

ამასთან, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, უკრაინაში შეჭრის დღიდან რუსების საერთო დანაკარგები მოიცავს: 222 000-მდე ჯარისკაცს, 4 006 ტანკს, 7 771 ჯავშანმანქანას, 3 920 ერთეულ საარტილერიო სისტემას, 314 საბრძოლო თვითმფრინავს და 306 ვერტმფრენს, 6 667 ავტომობილსა და საწვავის ავზს, 18 გემს/ნავს, 3 428 უპილოტო საფრენ აპარატს, 539 ერთეულ სპეცტექნიკას, 1 214 ფრთოსან რაკეტას.

გიორგი კაჭარავა - მიმდინარე ტექტონიკური ცვლილებები, შეუძლებელია, საქართველოს არ შეეხოს
ანა ბუჩუკური - საქართველოს მმართველ რეჟიმს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის მიღწევა სურს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.05.2026
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი