ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინის აშენებით ვაშენებთ ერთზე მეტ ქვეყანას - ჩვენ ვაშენებთ მსოფლიოს

უკრაინის აშენებით ვაშენებთ ერთზე მეტ ქვეყანას: ჩვენ ვაშენებთ მსოფლიოს - იქნება ის მშვიდობიანი? სტაბილური? დემოკრატიული? ეს თითოეულ ჩვენგანზეა დამოკიდებული, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ლონდონში მიმდინარე „უკრაინის აღდგენის კონფერენციაზე“ ვიდეო ჩართვის დროს განაცხადა და დასძინა, რომ ომის ეკონომიკური შედეგები გავლენას ახდენს არა მხოლოდ უკრაინაზე, არამედ ყველაზე.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, თავისუფლებამ უნდა გაიმარჯვოს ღირებულებების კომპრომისის გარეშე და მადლობა გადაუხადა იმ ქვეყნებს, რომლებიც უკრაინას ეხმარებიან.

„ჩვენ ვიცავთ უკრაინას და ამით ვიცავთ თავისუფლებას. როდესაც ჩვენ ავაშენებთ უკრაინას, ჩვენ ავაშენებთ თავისუფლებას. ქვეყანა, რეგიონი, კონტინენტი, მსოფლიო: ეს გლობალური ამოცანაა“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, უკრაინამ „მიაღწია წარმატებას ევროკავშირი ისეთი ერთიანი გაეხადა, როგორიც აქამდე არასდროს ყოფილა“.

ამასთან, ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ უკრაინა უკვე არის ევროპის თავდაცვის მთავარი ნაწილი. „ჩვენ მხოლოდ მოკავშირეების გამბედაობას ველოდებით, რომ ეს რეალობა აღიარონ“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ცნობისათვის, „უკრაინის აღდგენის კონფერენცია“ დიდი ბრიტანეთის ორგანიზებით, 21-22 ივნისს იმართება.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო