რიში სუნაკი - რუსეთმა უნდა გადაიხადოს იმ ნგრევისთვის, რაც უკრაინას მიაყენა

აშკარაა, რომ რუსეთმა უნდა გადაიხადოს იმ ნგრევისთვის, რომელიც მათ უკრაინას მიაყენა. ამიტომ, ვმუშაობთ მოკავშირეებთან, რათა გამოვნახოთ კანონიერი გზები რუსული აქტივების გამოსაყენებლად, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა ლონდონში მიმდინარე „უკრაინის აღდგენის კონფერენციაზე“ განაცხადა.

მისი თქმით, გაერთიანებულმა სამეფომ ორშაბათს გამოაქვეყნა ახალ კანონმდებლობა, რომელიც საშუალებას იძლევა, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ძალაში დატოვონ მანამ, სანამ რუსეთი უკრაინისთვის მიყენებულ ზარალს არ აანაზღაურებს.

ცნობისათვის, „უკრაინის აღდგენის კონფერენცია“ დიდი ბრიტანეთის ორგანიზებით, 21-22 ივნისს იმართება.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა