ირაკლი კობახიძე კანდიდატის სტატუსზე - გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, შანსები არის 50/50-ზე - ბევრი რამ იქნება დამოკიდებული სამწუხაროდ, გლობალურ ომის პარტიაზე

ვიდრე ოპოზიცია აგრძელებს რადიკალურ ქმედებებს, დეპოლარიზაცია არის შეუძლებელი, მაგრამ სადაც იყო კანონები მისაღები, თანამდებობის პირები ასარჩევი, ჩვენ ვიმოქმედეთ ჩვენი პასუხისმგებლობით და ყველა შესაბამისი პუნქტი არის შესრულებული, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, მას წელს კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით, ოპტიმისტური მოლოდინი აქვს.

„ჩვენ 12 პუნქტი გვქონდა შესასრულებელი. ამასთან დაკავშირებით, ჩვენ საზოგადოებასა და საერთაშორისო პარტნიორებს დეტალური გეგმა, დაახლოებით ერთი წლის წინ, წარვუდგინეთ. მას შემდეგ დავიწყეთ ამ დეტალურ გეგმაზე მუშაობა. ჩვენგან არსებითად იყო შესასრულებელი ის პუნქტები, რომლებიც უკავშირდება კანონმდებლობის მიღებას, ყველა შესაბამისი კანონი იქნება ამ თვის ბოლომდე მიღებული. არის გარკვეული პუნქტები, რომელზეც ჩვენ გვჭირდებოდა ოპოზიციის მხარდაჭერა, ეს არის, პირველ რიგში, დეპოლარიზაცია. რა თქმა უნდა, ჩვენ ცალმხრივად ვერ ავიღებდით პასუხისმგებლობას დეპოლარიზაციაზე. ვიდრე ოპოზიცია აგრძელებს რადიკალურ ქმედებებს, დეპოლარიზაცია არის შეუძლებელი, მაგრამ სადაც იყო კანონები მისაღები, თანამდებობის პირები ასარჩევი, ჩვენ ვიმოქმედეთ ჩვენი პასუხისმგებლობითა და ყველა შესაბამისი პუნქტი არის შესრულებული. ჩვენს ანგარიშს ქართულ საზოგადოებასა და ასევე, საერთაშორისო პარტნიორებს კიდევ ერთხელ წარვუდგენთ. ჩვენ გვაქვს ოპტიმისტური მოლოდინის საფუძველი. იმედი გვაქვს, რომ წელს შარშანდელი გადაწყვეტილებისგან განსხვავებით, ახალი გადაწყვეტილება სამართლიანი იქნება,“- განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, ევროკავშირის გადაწყვეტილების შემთხვევაში, გლობალური ომის პარტიისთვის ჩარევა ადვილია, რადგან მას სხვადასხვა თვალსაზრისით ძალიან დიდი რესურსი აქვს.

„50/50-ზე მაქვს მოლოდინი. გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, შანსები არის 50/50-ზე. ბევრი რამ იქნება დამოკიდებული სამწუხაროდ, გლობალურ ომის პარტიაზე. შარშან, სწორედ გლობალური ომის პარტიის ჩარევის შედეგი იყო ის, რომ მიღებულ იქნა უსამართლო გადაწყვეტილება. ძალიან მარტივია გლობალური ომის პარტიისთვის მანიპულირება, რატომ? - იმიტომ, რომ 27-ვე ქვეყანა ერთად იღებს გადაწყვეტილებას. საკმარისია, რომ ერთი ქვეყანა მაინც აქედან გამოწიო და ქვეყანას არ მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.

აქედან გამომდინარე, როცა ევროკავშირის გადაწყვეტილებაზეა საუბარი, ადვილია გარედან ჩარევა, მითუმეტეს, გლობალური ომის პარტიისთვის, რომელსაც აქვს ძალიან დიდი რესურსი სხვადასხვა თვალსაზრისით. შესაბამისად, რისკები არის. 27 ქვეყანა იღებს გადაწყვეტილებას და თუ დაინახა გლობალურმა ომის პარტიამ, რომ ჩვენი გუნდი არ არის მყარად, საზოგადოება არ არის მყარად, აქ მეტი იქნება ცდუნება, რომ ჩვენი საწინააღმდეგო გადაწყვეტილება იქნას მიღებული. მაქვს იმედი, რომ ამ შემთხვევაში, მაინც მოგვენიჭება კანდიდატის სტატუსი და გაიმარჯვებს არა გლობალური ომის პარტია, არამედ ევროკავშირის ობიექტური და ჩვენი ქვეყნის სუბიექტური ინტერესები“, - განაცხადა კობახიძემ.

ვახუშტი მენაბდე - ჩვენ ახლა ვართ მდგომარეობაში, როცა „ქართული ოცნება“ პროცესებს მართავს არა კანონზე, არამედ ძალაზე დაყრდნობით და ძალის დემონსტრირებით ცდილობს თავისი მმართველობის დაკანონებას
ქართული პრესის მიმოხილვა 02.12.2024
საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება - ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ „ქართული ოცნების” ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი
„ავერსში“ გრანდიოზული, 60%-იანი ფასდაკლება და ჩეკის განულება იწყება
დაიცავით თქვენი შვილი ზამთრის ინფექციებისგან: ჯანმრთელობის შენარჩუნების საიდუმლო, „ფაგიოს“ დახმარებით