Euractiv - ევროკომისიის შუალედურ ანგარიშში აღნიშნულია, რომ რეფორმების განხორციელების კუთხით საქართველოსგან მეტი ძალისხმევაა საჭირო

უკრაინამ და მოლდოვამ რეფორმების კუთხით კარგ პროგრესს მიაღწიეს და მოსალოდნელია, რომ მათ მომდევნო თვეებში დაასრულებენ, საქართველოსგან კი მეტი ძალისხმევაა საჭირო, - გამოცემა euractiv-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ევროკომისიის შუალედურ ანგარიშშია აღნიშნული, რომელსაც მიმდინარე კვირაში ზეპირი სახით წარადგენენ.

გამოცემის ცნობით, ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველომ ევროკავშირის 12 რეკომენდაციიდან 3 სრულად შეასრულა: გენდერული თანასწორობასთან დაკავშირებული, ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების გათვალისწინებასთან დაკავშირებული და ასევე სახალხო დამცველის დანიშვნასთან დაკავშირებული.

„თუმცა, ევროკავშირის მსურველი ქვეყანა ბოლო წლების განმავლობაში პოლიტიკურმა კრიზისმა მოიცვა, რამაც დასავლეთში შეშფოთება გამოიწვია დემოკრატიის მიმართ აღებული ვალდებულებებისა და ევროატლანტიკური ორიენტაციის კუთხით საქართველოს უკუსვლის გამო. ეს ასახულია იმ პუნქტებში, რომლებიც ქვეყნის დეპოლარიზაციას მოითხოვენ "უხეში რიტორიკის დასრულებით" და ასევე პარლამენტის ეფექტური ზედამხედველობის შექმნას და კონსტრუქციული მრავალპარტიული შეთანხმებით", - წერს გამოცემა.

euractiv-ის ინფორმაციით, თბილისს სთხოვენ ფოკუსირება მოახდინოს პოლიტიკურ დეპოლარიზაციაზე, სასამართლო რეფორმებზე, დეოლიგარქიზაციისა და მედიის თავისუფლების მიმართ უფრო სისტემურ და არა პიროვნულ მიდგომაზე.

გამოცემის ცნობით, ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს არანაირი პროგრესი არ განუცდია მედიის პლურალიზმის კუთხით და რომ არსებობს განსაკუთრებული საჭიროება ჟურნალისტების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და ჟურნალისტებისა და მედია მფლობელების უსაფრთხოების დონის ზრდა.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს