ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ რუსეთი საბრძოლო მორიგეობაზე ბირთვულ რაკეტა „სარმატს“ დააყენებს

უახლოეს მომავალში რუსეთი საბრძოლო მორიგეობაზე ბირთვულ რაკეტა „სარმატს“ დააყენებს. განცხადება ამის შესახებ სამხედრო უმაღლესი სასწავლებლების კურსდამთავრებულებთან შეხვედრაზე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გააკეთა.

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, რუსული არმიის დახვეწა იმ „ახალი გამოწვევების გათვალისწინებითა“ და „ფასდაუდებელი გამოცდილებით“, რომელიც რუსულმა არმიამ უკრაინაში მიიღო, მიმდინარეობს.

ამ კონტექსტში რუსეთის პრეზიდენტის აზრით, არის ბირთვული ტრიადის განვითარება, რაც მისი სიტყვებით, არა მარტო რუსეთის სამხედრო უსაფრთხოების, არამედ „გლობალური სტაბილურობის“ გარანტიას იძლევა.

"სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო ჯარების ნაწილებისა და შენაერთების ნახევრამდე აღჭურვილია „იარსის“ უახლოესი კომპლექსებით, ტარდება ჯარების გადაიარაღება „ავანგარდით“ (ჰიპერხმოვანი საბრძოლო ნაწილით). უახლოეს მომავალში საბრძოლო მორიგეობაზე ჩადგება კომპლექსი „სარმატი“ ახალი მძიმე რაკეტით”, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

ასევე, რუსეთის ლიდერის თქმით, „გეგმასთან მკაცრ შესაბამისობაში“ მიმდინარეობს სტრატეგიული ავიაციასა და სამხედრო-საზღვაო ფლოტის ბირთვული არსენალების შევსება. კერძოდ, საბრძოლო მორიგეობაზე გამოსულია ფრეგატი „საბჭოთა კავშირის ფლოტის ადმირალი გორშკოვი“, რომელიც „ცირკონის“ ჰიპერხმოვანი რაკეტებით არის შეიარაღებული.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო