ანონსი 22 ივნისი

22 ივნისს, 11:30 საათზე „სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს“ სახელმწიფო პროგრამების რევიზია/კონტროლის სამმართველოს უფროსი ეკა ბოჭორიშვილი „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებები - რა უფლებამოსილებები მიენიჭება მაკონტროლებელ ორგანოს; რა ეტაპზეა განხილვა და რა გამოწვევები რჩება განსახილველი.

მის: ერწოს ქ.N11.

საკონტაქტო: 599726565

22 ივნისს, 11:30 საათზე, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციისა და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტების ერთობლივი სხდომა გაიმართება.

პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

22 ივნისს, 12:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ტრანსპორტისა და საგზაო უსაფრთხოების საკითხების ექსპერტის, ფონდ „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ დირექტორის, ირაკლი იზორიას პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: „სატრანსპორტო სფეროში დაგეგმილი რეგულაციები და მოსალოდნელი შედეგები“.

მის: კოსტავას ქ.47/57

საკონტაქტო: 593 53 45 24

22 ივნისს, 13:00 საათზე, „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში, ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი და ეკოლოგი ლაშა ჩხარტიშვილი საგანგებო ბრიფინგს გამართავს, რომელიც ტაო-კლარჯეთში, კავკასიძეების ციხის დატბორვისაგან გადარჩენის შანსსა და აღნიშნულთან მიმართებაში ხელისუფლების „დანაშაულებრივი გულგრილობის“ საკითხებს მიეძღვნება.

საკონტაქტო: ელენე ბერიძე-597 001 923; ლაშა ჩხარტიშვილი-558 29 69 80

22 ივნისს, 14:00 საათზე, სასტუმრო „შოთა რუსთაველში“, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი სამუშაო შეხვედრას „საპარლამენტო კონტროლი უსაფრთხოების სექტორზე“ გამართავს.შეხვედრას დაესწრებიან პარლამენტის წევრები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.

თემა: დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის მიერ მომზადებული პარლამენტის რეგლამენტში შესატანი ცვლილებების შესახებ მომზადებული კანონის პროექტის სამუშაო ვერსიის დაინტერესებული მხარეებისთვის გაცნობა.

მის: შევჩენკოს ქ. №1

საკონტაქტო:599 899 627

22 ივნისს, 15:00 საათზე, პანკისის ხეობაში შერიგების ალამის ინიციატივით ავსტრიის ელჩი ესტუმრება, სადაც ჩატარდება მუსიკალური ღონისძიება ანსამბლი პანკისის მონაწილეობით და მოეწყობა გამოფენა, რომელიც ეძღვნება მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის პირველი ლაურეატი ქალის, ბერტა ფონ ზუტნერის ცხოვრებასა და მოღვაწეობას.

მის: ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისის სასოფლო კლუბი.

საკონტაქტო: თემურ ცათიაშვილი - 574 66 66 61

22 ივნისს, 17:00 საათზე, ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ ოფისში, ღირსეული შრომის პლატფორმა გამართავს პრესკონფერენციას და ისაუბრებს ჭიათურელი მაღაროელების პროტესტზე და შექმნილ კრიზისზე.

მის: ჭოველიძის 4

საკონტაქტო პირი: ანასტასია რაიკი, სოციალური სამართლიანობის ცენტრი, 597 11 44 72

22 ივნისს, 17:30 საათზე, „რესპუბლიკაში“ სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ ორგანიზებით „მზის ელექტროსადგურები საჯარო სკოლებს“ შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართება.

თემა: თბილისის 3 და ლანჩხუთის 2 საჯარო სკოლა მზის ელექტროსადგურებით აღიჭურვა. ჯამში დამონტაჟდა 200 კვტ სიმძლავრის მიკრო ელექტროსადგურები, რომელთა წლიურმა გამომუშავებამ 250 000 კილოვატ საათი უნდა შეადგინოს. სულ განთავებული 500 მზის მოდული, ათასამდე კვადრატულ მეტრ ფართობზე.

22 ივნისს, 17:30 საათზე, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართება.

მის: ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ. N37 (აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო)

მარინა ჩიტაშვილი - ხელისუფლების მიერ საქართველოში  რუსეთის მოწვევა და რუსეთის დახმარებით ძალაუფლების შენარჩუნების სცენარი, ერთ-ერთი შესაძლო ვარიანტია
ლევან ლორთქიფანიძე - ივანიშვილის ერთპიროვნული, შეუზღუდავი მმართველობის პირობებში კატასტროფა გარდაუვალია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.12.2024
კახა ოქრიაშვილი - ყველას, ვისაც გვიყვარს ეს ქვეყანა და ვერასდროს შევეგუებით ძალადობას, ცხელი გულით და ცივი გონებით მოქმედება გვმართებს!
PSP ჯგუფი განცხადებას ავრცელებს