„ტავრიის“ ოპერატიულ-სტრატეგიული დაჯგუფების მეთაური აცხადებს, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შესამჩნევი წარმატება აქვს - განადგურებულია რუსული ცოცხალი ძალა და ტექნიკა

ერთი მიმართულებით უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შესამჩნევი წარმატება აქვს - განადგურებულია ათეულობით ცოცხალი ძალა და ტექნიკა. ინფორმაციას ამის შესახებ „ტავრიის“ ოპერატიულ-სტრატეგიული დაჯგუფების მეთაური ალექსანდრე ტარნავსკი ავრცელებს.

ამავე ცნობებით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში განადგურებულია ან დაზიანებულია რუსეთის ჯარის სამხედრო ტექნიკის 68 ერთეული.

პირად შემადგენლობაში კი დანაკარგი, დაღუპულის ან დაჭრილის სახით, თითქმის 3 ასეულს შეადგენს (ასეულის შემადგენლობა 80-დან 250 ჯარისკაცამდე შეადგენს).

მისივე თქმით, განადგურებულია მოწინააღმდეგის საბრძოლო მასალის შენახვის 3 ადგილი.

"ტავრიის მიმართულებით ჩვენი ჯარი სისტემურად აგდებს მტერს დაკავებული პოზიციებიდან და აგრძელებს წინსვლას. თავდაცვის ძალების წარმატებები უკვე შესამჩნევია", - აღნიშნა ალექსანდრე ტარნავსკი.

მისივე თქმით, დღე-ღამის განმავლობაში სარეკეტო ძალების და არტილერიის ქვედანაყოფებს 1119 საბრძოლო ამოცანა აქვთ შესრულებული.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს