პარიზში აფეთქების შედეგად დაშავებულთა რაოდენობა გაიზარდა

პარიზის ცენტრში მძლავრი აფეთქებისა და ხანძრის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა გაიზარდა.

წინასწარი მონაცემებით, დაშავებულია 29 ადამიანი. ოთხი - კრიტიკულ მდგომარეობაშია.

სამაშველო სამსახურის ცნობით, კიდევ ორი ადამიანი შესაძლოა ნანგრევების ქვეშ იყოს მოყოლილი.

ინციდენტი პარიზის მე-5 ოლქში მოხდა. სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად, შენობის ფასადი ჩამოინგრა. ახლომდებარე სახლების მცხოვრებლების ევაკუირება მოხდა.

„საფრანგეთის პროკურატურა აფეთქების ორ ვერსიას იძიებს - "უსაფრთხოების წესების დარღვევა" და "ცალკეული პირების გაუფრთხილებლობა", - აცხადებს პარიზის პროკურორი ლორ ბექიუო.

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს