რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, მიუხედავად მისი განცხადებებისა, არ არის განწყობილი იმისთვის, რომ უკრაინაში ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები აწარმოოს, რადგან აგრძელებს ქალაქების და სამოქალაქო პირების დაბომბვას.
განცხადება ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მოადგილემ ვედანტ პატელმა გააკეთა.
"პუტინი ბევრ რამეზე საუბრობს, და თქვენი გადასაწყვეტია, თუ რამდენია იქიდან სიმართლე და რამდენია - სიცრუე. ისევ და ისევ, სრულიად გასაგებია, რომ რუსეთის ქმედებები - კიევის დაბომბვა, სამოქალაქო, ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე, საცხოვრებელ სახლებზე, საავადმყოფოებზე დარტყმების განხორციელება - ვერ იქნება მშვიდობის მიღწევის და ომის დასრულების დაინტერესების პირობა“, - დასძინა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მოადგილემ.