ანალენა ბერბოკი - უკრაინამ უნდა დაასრულოს ნეპოტიზმი და კორუფცია იმისთვის, რომ ევროკავშირში გაწევრიანდეს

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის განცხადებით, უკრაინამ, ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, 30 წლიანი ნეპოტიზმი და კორუფცია უნდა დაასრულოს.

Die Welt-ის ცნობით, ასეთი განცხადება გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ლონდონში, უკრაინის აღდგენის შესახებ მიმდინარე კონფერენციის ფარგლებში გააკეთა.

ამასთან, ბერბოკმა აღნიშნა, რომ რეფორმები უკრაინაში ახლა "წარმოუდგენელი სისწრაფით" მიმდინარეობს. კერძოდ, მისი თქმით, უკრაინამ უკვე მიაღწია პროგრესს რეფორმების განხორციელების კუთხით, განსაკუთრებით თავისუფალი მედიისა და კანონის უზენაესობის სფეროებში და გერმანია აქტიურად უჭერს მხარს ამ პროგრესს.

”მაგრამ ასევე ნათელია, რომ მომავალი მოითხოვს შემდგომ პროგრესს 30 წლიანი ნეპოტიზმის დასასრულებლად და კორუფციაც ასევე უნდა დასრულდეს”, - აღნიშნა ბერბოკმა.

მისი თქმით, ეჭვგარეშეა, რომ უკრაინა ევროკავშირის წევრი გახდება, ამიტომ კერძო კომპანიების ინვესტიცია ქვეყნის რეკონსტრუქციაში მნიშვნელოვანია, რადგან ისინი, საბოლოოდ, ერთიან ევროპულ ბაზარს აძლიერებენ.

ავთანდილ წულაძე - სი ძინ პინმა მოსკოვში ჩასვლით წერტილი დაუსვა კისინჯერის თეორიის განხორციელების ტრამპისეულ მცდელობებს, რომლის მიზანი იყო ჩინეთისაგან რუსეთის ჩამოშორება და მისი ჩინეთთან დაპირისპირება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ELT GROUP-მა ბათუმში, ამერიკულ Wyndham Hotel Group-თან პარტნიორობით, რეგიონში პირველი LA QUINTA BY WYNDHAM-ის სასტუმრო გახსნა