მსოფლიო ბანკი და დონორები უკრაინას დამატებით 1.75 მილიარდ აშშ დოლარს გამოუყოფენ

მსოფლიო ბანკი უკრაინას, ფინანსური დახმარების სახით, დამატებით, 1.75 მილიარდ აშშ დოლარს გამოუყოფს, - ინფორმაციას ბანკის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დაფინანსება შედგება 500 მილიონი აშშ დოლარის სესხისგან, რომელიც გარანტირებულია გაერთიანებული სამეფოს მიერ, 1.25 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის გრანტისგან შეერთებული შტატებიდან და 15 მილიონი დოლარის გრანტისგან ფინეთის მთავრობისგან.

„ეს დამატებითი დაფინანსება ეფუძნება წინა დაფინანსებას და გააგრძელებს მხარდაჭერას ისეთ ძირითად სექტორებში, როგორიცაა ჯანდაცვა, განათლება, პენსიების გადახდა, სოციალური დახმარების პროგრამები და იმ თანამშრომლების ხელფასების გადახდა, რომლებიც უზრუნველყოფენ ძირითად სამთავრობო მომსახურებას“, - აღნიშნულია ბანკის განცხადებაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო