დიმიტრი ხუნდაძე - რუსეთისთვის სანქციების დაწესებას სთხოვენ საქართველოს, როდესაც 2008 წელს განცხადების იქით არც ერთი მხარდაჭერის აქტი არ განხორციელებულა ჩვენს მიმართ - პრაქტიკულად, ამხელა ქვეყანასთან ერთი-ერთზე დავრჩით

საქართველოს როცა ყველაზე მეტად სჭირდებოდა დაცვა და მას ნატო-ზე უთხრეს უარი, მივიღეთ 2008 წლის ომი - სხვათა შორის, ამ შეცდომის გაგრძელება იყო 2014 წლის ყირიმის ომი და ამ ორივე შეცდომის შედეგია ის, რაც ხდება დღეს უკრაინაში, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დიმიტრი ხუნდაძემ მედიასთან განაცხადა.

მისი თქმით, ევროპამ უკვე არაერთხელ დაუშვა შეცდომა საქართველოსთან მიმართებით.

ხუნდაძე იმედოვნებს, რომ ამ შეცდომას კიდევ ერთხელ აღარ გაიმეორებს და საქართველოს კუთვნილ როლს მისცემს.

„პოლიტიკური კეკლუცის დრო აღარ არის, საქართველო დგას გამოცდის წინაშე, მაგრამ ასევე გამოცდის წინაშე დგას ევროპაც. საქართველოს გაწევრიანებასთან დაკავშირებით ჩვენ გვახსოვს, არა ერთი, არამედ ორი შეცდომა, მაგრამ ასეთი ტიპის შეცდომა ერთიც ძალიან ბევრია, არათუ ორი. საქართველოს როცა ყველაზე მეტად სჭირდებოდა დაცვა და მას ნატო-ზე უთხრეს უარი, მივიღეთ 2008 წლის ომი. სხვათა შორის, ამ შეცდომის გაგრძელება იყო 2014 წლის ყირიმის ომი და ამ ორივე შეცდომის შედეგია ის, რაც ხდება დღეს უკრაინაში. როცა ჩვენ ყველაზე მეტად გვჭირდებოდა ევროკავშირში შესვლა, სწორედ მაშინ გვითხრეს უარი და ამითაც გაღრმავდა ქვეყანაში პოლარიზაცია.

რას ვგულისხმობ, როდესაც ვამბობ, რომ ევროპაც დგას გამოცდის წინაშე: ვფიქრობ, ფასადურია ის, თუ რომელი ქვეყანა რამდენ დავალებასა და რეკომენდაციას შეასრულებს, მთავარი აქ პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, მაგრამ ჩვენ შევხედავთ პროცესებს, რამდენად გაუძლებს ევროპა ამერიკისგან და ევროპის იმ ქვეყნებისაგან ზეწოლას საქართველოს გაწევრიანება-არგაწევრიანების თვალსაზრისით ზოგად პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე. იმედი მაქვს, მეორედ აღარ დაუშვებს დასავლეთი ამ შეცდომას და საქართველოს თავის ღირსეულ, დამსახურებულ, კუთვნილ როლს მიანიჭებენ, რადგან მან ყველაფერი გააკეთა - თუ ომი იყო აუცილებელი, საქართველოს არც ეს აუცილებია თავიდან, როცა სხვა გზა არ რჩებოდა, მაგრამ ის მაშინ პრაქტიკულად მარტო იყო. ახლა სანქციების დაწესებას სთხოვენ საქართველოს და მაშინ განცხადების იქით არც ერთი მხარდაჭერის აქტი არ განხორციელებულა საქართველოს მიმართ. პრაქტიკულად, ამხელა ბუმბერაზ ქვეყანასთან ერთი-ერთზე დარჩა საქართველო“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ, რომლის კომენტარსაც „ხალხის ძალის“ პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო