CNN - ჯეკ ტეიშეირამ, რომელიც პენტაგონის საიდუმლო სამხედრო დოკუმენტების გასაჯაროების საქმეზეა ბრალდებული, ბრალის აღიარებაზე უარი განაცხადა

აშშ-ს ეროვნული გვარდიის სამხედრო მოსამსახურე ჯეკ ტეიშეირამ, რომელიც პენტაგონის საიდუმლო სამხედრო დოკუმენტების გასაჯაროების საქმეზეა ბრალდებული, პირველი სასამართლო სხდომის მსვლელობისას ბრალის აღიარებაზე უარი განაცხადა. ამის შესახებ CNN წერს.

21 წლის ჯეკ ტეიშეირას ბრალი რამდენიმე პუნქტით წაუყენეს, რომლებიც საიდუმლო სამხედრო ინფორმაციის განზრახ უკანონო შენახვასა და გადაცემას ეხება. გამოძიების მტკიცებით, სოციალურ ქსელ Discord-ში პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტები ზუსტად ჯეკ ტეიშეირამ გამოაქვეყნა.

დოკუმენტები აშშ-ს მოკავშირეებზე და მოწინააღმდეგეებზე დაწვრილებით სადაზვერვო მონაცემებს შეიცავდნენ, მათ შორის უკრაინაში ომის შესახებ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო