ირაკლი კობახიძე - „ნაციონალურ მოძრაობას“ და მათ პატრონებს, ვერ მივცემთ საშუალებას, რომ მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში ჩაერიონ

„ნაციონალურ მოძრაობას“ და მათ პატრონებს, ვერ მივცემთ იმის საშუალებას, რომ მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში ჩაერიონ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ის მოსამართლეების შესაძლო დასანქცირების მოთხოვნას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მართლმსაჯულების პოლიტიზება პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროკავშირის ღირებულებებს.

"ჩვენ ვიხილეთ რამდენიმე შემთხვევა, როდესაც სცადეს უხეშად ჩარეულიყვნენ მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში. ამის ერთ-ერთი მაგალითი იყო მოსამართლე ჩხიკვაძის დაბარება, მისთვის ანგარიშის მოთხოვნა და ერთგვარი სანქციის დაწესება, ვიზიტზე უარის თქმა. ეს იყო მართლმსაჯულებაში უხეში ჩარევის პრეცედენტი. ჩვენ ამას რა თქმა უნდა, არ დავუშვებთ. ვერავის მივცემთ იმის საშუალებს, რომ უხეშად ჩაერიონ მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში. რასაც ჩვენ არ ვაკეთებთ, იმის საშუალებას, ბუნებრივია, ვერ მივცემთ. ჩვენ ეს ყველაფერი 2012 წლამდე წარსულს ჩავაბარეთ. მაშინ იყო მართლმსაჯულება პოლიტიზებული და ვისაც როგორ უნდოდა, ვგულისხმობ, ხელისუფლებას და მათ პატრონებს, ისე ერეოდნენ მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში. ჩვენი მიდგომა არის განსხვავებული. აქედან გამომდინარე, ჩვენ დღეს, იგივე „ნაციონალურ მოძრაობას" და მათ პატრონებს, ვერ მივცემთ იმის საშუალებას, რომ მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში ჩაერიონ. მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა არის ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევა და აქედან გამომდინარე, მას განსაკუთრებულად ვუფრთხილდებით. არც ხელისუფლება და არც რომელიმე სხვა სუბიექტი არ უნდა ცდილობდეს მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში ჩარევას“, - განაცხადა კობახიძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს