NBC - ატლანტიკის ოკეანეში გაუჩინარებულ წყალქვეშა ნავ „ტიტანზე“ ჟანგბადის მარაგი იწურება

ტელეკომპანია NBC-ის ცნობით, ატლანტიკის ოკეანეში გაუჩინარებულ წყალქვეშა ნავ „ტიტანზე“, რომელსაც ტურისტები „ტიტანიკის“ ჩაძირვის ადგილას გადაჰყავდა, ჟანგბადის მარაგი დღეს იწურება.

ამასთან, ზოგიერთი ექსპერტის აზრით, შესაძლოა, ეკიპაჟმა შეამცირა ჟანგბადის მოხმარება იმისთვის, რომ წყალქვეშ უფრო დიდი დრო გაძლოს.

სამაშველო ოპერაციის რაიონი გეომეტრიული პროგრესიით იზრდება და 14 ათას კვადრატულ მეტრს აღემატება. ოპერაციაში რამდენიმე ხომალდი და წყალქვეშა აპარატი იღებს მონაწილეობას.

ძირითადი აქცენტი იმ რაიონებზე გაკეთებული, სადაც ჰიდროლოკაციური მოწყობილობის დახმარებით აკუსტიკური ხმაური იყო დარეგისტრირებული. აშშ-ს სანაპირო დაცვის მონაცემებით, ხმაურის აღმოჩენის რაიონში ძებნამ „ნეგატიური შედეგი“ მოიტანა.

OceanGate Expeditions-ის კუთვნილ წყალქვეშა ნავში 5 მგზავრი იმყოფება, მათ შორის ბრიტანელი მილიარდერი ჰემიშ ჰარდინგი.

კომპანიის ყოფილი თანამშრომლის განცხადებით, ნავი უხარისხოდ და დარღვევებით არის აგებული.

წყალქვეშა აპარატის გაუჩინარების ორი ვერსია არსებობს: ან ტექნიკა გამოვიდა მწყობრიდან ან ის ჩაძირული გემის ნანგრევებშია მოყოლილი.

ვახტანგ ძაბირაძე - 14 დეკემბერს პარლამენტის ეზო და შემოგარენი გადაჭედილი იქნება საპატრულო პოლიციით და რობოკოპებით, მაგრამ, ძალოვნები იქნებიან თუ არა აგრესიულები, ეს იქნება გადამწყვეტი
ქართული პრესის მიმოხილვა 12.12.2024
„ბიბლუსში“ საახალწლო კოლექციაზე 50%-იანი ფასდაკლება დაიწყო
როგორ შეიძლება კრიპტოს ყიდვა ყველაზე მარტივად დამწყებთათვის? - საბანკო ბარათის გამოყენებით
“თეთრმა კვადრატმა” მონაწილეობა მიიღო ვაშინგტონში გამართულ კონფერენციაში, ამერიკა-საქართველოს ბიზნეს ურთიერთობების გაღრმავების მიზნით
დიდი საახალწლო შეთავაზებები, დაბალი საახალწლო ფასები - „კარფური“ გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს
კახა ოქრიაშვილი - ყაველაშვილი არის დე-ფაქტო, არალეგიტიმური „პრეზიდენტის პოსტზე“ დანიშვნის პროცესში, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სჭირდება და წაართვეს პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნები!
Samsung-ის საახალწლო ფასდაკლებები დაიწყო - აჩუქე ის, რაც სულ ემახსოვრება
Skillwill – პირველი ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელსაც სახელმწიფომ სრული აღიარება მიანიჭა