ოლივერ ვარჰეი - ევროპული პერსპექტივის მინიჭება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, გამოიყენეთ ის - ნუ უყურებთ სხვას, შეხედეთ იმას, რისი გაკეთება შეგიძლიათ, რისი შესრულება შეგიძლიათ

კარგად მესმის საქართველოში საზოგადოებრივი განწყობა, მაგრამ ჩემი გზავნილი იქნება ის, რომ საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭება ევროპული საბჭოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა. ეს, რბილად რომ ვთქვათ, არც ისე აშკარა იყო, - ამის შესახებ ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ სტოკჰოლმში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ევროპული პერსპექტივის მინიჭებით საქართველოს ძლიერი სიგნალი მისცეს, რომელიც ჯერ კიდევ აქტიურია და საქართველომ ის უნდა გამოიყენოს.

„ვფიქრობ, რომ ეს სიგნალი ნათელი და ძლიერია და ჯერ კიდევ აქტიურია, გამოიყენეთ ის, ნუ უყურებთ სხვებს, შეხედეთ რა შეგიძლიათ გააკეთოთ, რისი შესრულება შეგიძლიათ და ქვეყანამ უნდა შეძლოს შემდეგი ნაბიჯის გადადგმა, თუ ყველაფერი შესრულდება“, - აღნიშნა ევროკომისარმა.

ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ფოკუსირებულია რეპრესიებზე და შიშის დანერგვაზე - ის  არ დაუშვებს, დაისაჯონ ისინი, ვისზეც ხელისუფლება დგას
ქართული პრესის მიმოხილვა 23.01.2025
კახა ოქრიაშვილი - ამ სიტუაციაში ეკონომიკური სტაგნაცია გარდაუვალია
Samsung-მა ახალი Galaxy S25 სერია წარადგინა
დროის მენეჯმენტი