23 ივნისს, 10:00 საათზე, პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომა გაიმართება.
პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)
23 ივნისს, 10:00 საათზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ახალ ოფისს, „ადვოკატთა სახლს“ გახსნის.
მის: თინათინ ვირსალაძის I ჩიხი N1
23 ივნისს, 10:30 საათზე, „ქალთა საინფორმაციო ცენტრის“ ორგანიზებით, სასტუმრო „Holiday Inn“-ში, პროექტის - „იყავი მის ადგილას - In her shoes“ ფარგლებში, შეხვედრა გაიმართება.
თემა: ქალთა მიმართ ან/და ოჯახში ძალადობის საკითხებზე ტრენინგების ციკლის შესახებ გამოცდილების, გამოწვევების და კარგი პრაქტიკების გაზიარება.
მის: 26 მაისის მოედანი #1 (სასტუმრო „Holiday Inn“)
23 ივნისს, 10:30 საათზე, სასტუმრო „ბილტმორში“ მეწარმეთა ყოველწლიური სიმპოზიუმი გაიმართება.
მის: შოთა რუსთაველის გამზ.29
საკონტაქტო: თეა ადუაშვილი - 557 001 555
23 ივნისს, 11:00 საათზე, კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით და ევროკავშირის პროექტის მხარდაჭერით, მოსამართლეებისთვის მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით შეხვედრა გაიმართება. ღონისძიებაში მონაწილეობას იღებენ: საპარალამენტო გუნდის წევრები, მოსამართლეები, დარგის ექსპერტები და საერთაშორიო ორგანიზაციის წარმომადგენლები.
მის: თავისუფლების მოედანი 4 (სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტი“)
საკონტაქტო: 577 255 515
23 ივნისს, 12:30 საათზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ყაზახეთის პრემიერ-მინისტრი ალიხან სმაილოვი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.
მის: ინგოროყვას ქ.7
23 ივნისს, 13:00 საათზე, კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის FIBA-სა და საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ერთობლივი ორგანიზებით, საქართველოს პარლამენტი „ტროფი ტურის" ფარგლებში მსოფლიო ჩემპიონატის თასს უმასპინძლებს
თამარ მეფის სახელობის დარბაზი (A კორპუსი, 0 სართული)
23 ივნისს, 14:00 საათზე, დედაენის ბაღში საქართველოს მდგრადი ენერგეტიკის დღე გაიმართება.
საკონტაქტო: 599 52 21 27
23 ივნისს, 14:00 საათზე, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა გაიმართება
კომიტეტის სათათბირო ოთახი N221 (C კორპუსი, II სართული)
23 ივნისს, 15:30 საათზე, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომა გაიმართება
ილია ჭავჭავაძის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)