რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების ახალ პაკეტში ცხინვალში დაფუძნებული ბანკი მოხვდა

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-11 პაკეტში 2015 წელს ცხინვალში დაარსებული „საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკი“ შეიყვანა.

დოკუმენტში, რომელსაც „ეხო კავკაზა“ ფლობს, წერია, რომ „საერთაშორისო საანგარიშგებო ბანკმა" გახსნა ოფისები უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე - ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონებში.

დოკუმენტი ასევე ეხება რეგიონში ბანკომატების დამონტაჟებასა და ლუგანსკში ფილიალის გახსნას.

„ამგვარად, ბანკი პასუხისმგებელია იმ ქმედებების მატერიალურ და ფინანსურ მხარდაჭერაზე, რომლებიც ძირს უთხრის და საფრთხეს უქმნის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას“, - ნათქვამია დოკუმენტში.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა