აშშ-ის სანაპირო დაცვა - “ტიტანიკის” მახლობლად ნაპოვნია გაურკვეველი წარმოშობის ნამსხვრევები

“ტიტანიკის” მახლობლად წყალქვეშა ნავის სამძებრო სამუშაოების დროს ნაპოვნია გაურკვეველი წარმოშობის ნამსხვრევები. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთის სანაპირო დაცვა “ტვიტერის” პირად გვერდზე ავრცელებს.

მათი ცნობით, ნამსხვრევები დისტანციურად მართვადი აპარატის მეშვეობით იქნა აღმოჩენილი “ტიტანიკთან” წყალქვეშა ნავის საძიებო არეალში, რომელიც კვირას, 18 ივნისს, დაიკარგა.

აშშ-ის სანაპირო დაცვის ინფორმაციით, ოფიციალური პირები “ინფორმაციას აფასებენ”, მაგრამ ამ დროისთვის გაურკვეველია უკავშირდება თუ არა ნამსხვრევები დაკარგულ წყალქვეშა ნავს.

აშშ-ის სანაპირო დაცვა ჩრდილოეთ ამერიკის აღმოსავლეთის დროით 15:00 საათზე ბრიფინგს აანონსებს, რომელიც აღმოჩენილ ნამსხვრევებთან დაკავშირებით გაიმართება.

დავით გეფერიძე - აფხაზეთში საერთაშორისო ფრენების განხორციელება ეწინააღმდეგება საერთაშორისო საჰაერო სამართლის ძირითად პრინციპებსა და ნორმებს, თან მგზავრებისთვის საფრთხის შემცველიცაა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.06.2025
ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთი სინამდვილეში ქაღალდის ვეფხვია
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება