მედია - Red Wings საქართველოში ფრენებს რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს გადაწყვეტილების არ არსებობის გამო ვერ იწყებს

რუსული ავიაკომპანია Red Wings საქართველოში ფრენებს რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს გადაწყვეტილების არ არსებობის გამო ვერ იწყებს. ამის შესახებ გამოცემა „იზვესტიას“ კომპანიის წყარომ განუცხადა.

„იზვესტია“, ავიაკომპანიის წყაროზე დაყრდნობით, ასევე წერს, რომ 16 ივნისს გაიცა ნებართვა სხვა მარშრუტზე - ჟუკოვსკი (მოსკოვის ოლქი) - თბილისი. საქართველოს ხელისუფლებას კი ამის შესახებ ჯერ არ განუცხადებია.

„ველოდებით რუსეთის ფედერაციის ტრანსპორტის სამინისტროს გადაწყვეტილებას. ჩვენთან ყველაფერი კოორდინირებულია, ჩვენ ვართ რუსეთის მხრიდან რეგულარულ ფრენებზე დანიშნული გადამზიდავი და ქართული მხარე ჩვენთვის ყველა ჩარტერზე დათანხმდა. ჩვენთვის ეს არის მტკივნეული წერტილი, რომ ფრენები არ არის დაწყებული, სეზონი კი, დაწყებულია“, - აცხადებს გამოცემის წყარო.

Red Wings-ის პრესსამსახურში „იზვესტიას“ დაუდასტურეს, რომ ისინი რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს თანხმობას ელოდებიან და მზად არიან ფრენების დასაწყებად.

ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის