გია ვოლსკი გვარამიას შეწყალებაზე - ეს გადაწყვეტილება მძიმედ აისახება სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკურ ბიოგრაფიაზე - არც გამოდიხარ, არც ხსნი და საზოგადოებას არაფრად, მასად მიიჩნევ - დამამცირებელი პოზიციაა

ვფიქრობ, რომ ეს გადაწყვეტილება [ნიკა გვარამიას შეწყალება] საკმაოდ მძიმედ აისახება სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკურ ბიოგრაფიაზე, - ასე შეაფასა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას შეწყალება.

ვოლსკის შეფასებით, პრეზიდენტის განცხადება, რომ ნიკა გვარამიას შეწყალებასთან დაკავშირებით არ აპირებს ახსნა-განმარტებას, ნიშნავს იმას, რომ საზოგადოებას პრეზიდენტი არაფრად მიიჩნევს.

„ვფიქრობ, რომ ეს გადაწყვეტილება [ნიკა გვარამიას შეწყალება] საკმაოდ მძიმედ აისახება სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკურ ბიოგრაფიაზე. საზოგადოებას ეს ვერაფერს დააკლებს, მაგრამ განცდა ამ შესაძლო კონსპირაციის, თითქოს შუალედურ შეფასებაში ეწერა, რომ მედია გარემოა მძიმე და იმავე დღეს ასეთი გადაწყვეტილების მიღება აუხსნელად, უსამართლობის განცდას ტოვებს საზოგადოების დიდ ნაწილში, იმიტომ რომ დანაშაული რეალურად ჩადენილია.

ასეთ ვითარებაში, არც გამოდიხარ, არც ხსნი და საზოგადოებას არაფრად მიიჩნევ. მასად მიიჩნევ, რომელმაც უნდა გაიგოს და უნდა არ გაიგოს - დამამცირებელი პოზიციაა“,- განაცხადა ვოლსკიმ.

მისი თქმით, პრეზიდენტის მიერ შეწყალების გადაწყვეტილება არ არის ეს ევროპული მომავლისთვის მხარდამჭერი გადაწყვეტილება.

მისი თქმით, ის ელოდა სალომე ზურაბიშვილისგან მსგავს გადაწყვეტილებას, მაგრამ არა ამ ფორმით.

„ევროპულმა სასამართლომ დაადგინა რომ „რუსთავი 2“ , რომელსაც კონკრეტული პირი ხელმძღვანელობდა, ძალით იყო მიტაცებული.

როდესაც რეალობისგან მოწყვეტილ განცხადებას აკეთებ და სახელმწიფოს მიმართ ასეთ განცხადებას კადრულობ (როგორიც 26 მაისს გავიგონეთ), შემდეგ ეროვნულ ბანკზე, ამის მერე ეს ეჭვი არსებობდა ყოველთვის, მაგრამ ამ ფორმით, ვერ დავუშვებდი. ეთქვა, რომ ეს ევროპულ პერსპექტივასთან დაკავშირებით ხელს გვიშლის, მაგრამ იცოდეთ რეალობა. თვითონაც ხომ კარგად იცის, რა არის რეალობა“,- განაცხადა ვოლსკიმ.

პირველი ვიცე-სპიკერი სალომე ზურაბიშვილის აღნიშნულ გადაწყვეტილებას უკავშირებს ევროკომისიის დღევანდელ ზეპირ ანგარიშს.

„არ შეიძლება ასეთი დამთხვევა, როდესაც კეთდება შუალედური განცხადება, გამოდის ევროკომისარი, საუბრობს იმაზე, რომ ბევრი რამ გაკეთებულია და ერთი, რომელიც ეხება მედია გარემოს, შეუსრულებელია და იმავე საღამოს გადაწყვეტილება არის მიღებული ნიკა გვარამიას შეწყალების შესახებ. ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი რეკომენდაცია დღეს იქნა შესრულებული სალომე ზურაბიშვილის მიერ“,- განაცხადა ვოლსკიმ „იმედის“ ეთერში.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია