უკრაინის შეიარაღებული ძალების მიმდინარე კონტრშეტევისას ბრძოლის ველზე, შესაძლოა, ამერიკული Abrams-ის ტანკები გამოჩნდნენ, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა.
„არის იმედი, მაგრამ ამას ვიტყვი, თქვენ უნდა იფიქროთ არა მხოლოდ ამ კონტრშეტევაზე. ეს არის ის, რასაც მე მუდმივად ხაზს ვუსვამ პარტნიორებთან ურთიერთობისას. არ უნდა შეხედოთ ამ კონტრშეტევას, როგორც ბოლოს და გადამწყვეტს“, - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მისი თქმით, იქნება იმდენი კონტრშეტევა, რამდენიც საჭირო იქნება უკრაინის ყველა ტერიტორიის გასათავისუფლებლად.