გორის მერია ქუჩების რეაბილიტაციის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

გორში, თამარ მეფის გამზირზე და სუხიშვილის ქუჩაზე კორპუსების ეზოების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, რეაბილიტაცია თამარ მეფის გამზირზე №33, სუხიშვილის ქუჩაზე №18 და №20 კორპუსების ეზოებში ტარდება.

„გარდა ამისა, მალე დაიწყება კიდევ 9 მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის ეზოს რეაბილიტაციაც: ჭავჭავაძის გამზირი №47, აღმაშენებლის გამზირი №44, აღმაშენებლის გამზირი №46, ბაქოს ქუჩა №2, რუსთაველის №49, სტალინის გამზირი №8, სტალინის გამზირი №13, ამილახვრის ქუჩა №23, ნადირაძის №15. თორმეტივე პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან 100%-ით ფინანსდება. სამუშაოები „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისა და ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების მესაკუთრეთა გაერთიანებების თანადაფინანსების პროგრამის“ ფარგლებში ხორციელდება. პროგრამის 2023 წლის ბიუჯეტი 2 მლნ ლარია. მიმდინარე წელს, დაფინანსების მიზნით, 100 - მდე ამხანაგობამ წარმოადგინა საპროექტო ინიციატივა. მათი განხორციელება ეტაპობრივად იგეგმება. პროექტების შერჩევისას პრიორიტეტი ენიჭება სარეაბილიტაციო ობიექტის დაზიანების ხარისხს. სახურავების გადახურვა (90%), ეზოს მოასფალტება (100%), სასმელი წყლის (100%), საკანალიზაციო სისტემების (100%), კორპუსების ფასადების (90%), ლიფტებისა (90%) და სადარბაზოების რეაბილიტაცია (90%) - ეს იმ სამუშაოების არასრული ჩამონათვალია, რაც აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. 90% - იანი თანადაფინანსების შემთხვევაში, მერია ამხანაგობების სოციალურად დაუცველი წევრების წილობრივ თანხასაც აფინანსებს. თანადაფინანსების პროგრამა მუნიციპალიტეტს პრივატიზებული მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების კანონიერად დახმარების საშუალებას აძლევს. მოქალაქეები მინიმალური ფინანსური თანამონაწილეობით ახორციელებენ პატარ-პატარა პროექტებს. პროგრამა ამხანაგობის წევრებს საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესების შესაძლებლობას აძლევს, თანამონაწილეობა კი, ამაღლებს საერთო საკუთრების მიმართ მოსახლეობის პასუხისმგებლობას”, - ნათქვამია გორის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთი სინამდვილეში ქაღალდის ვეფხვია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.06.2025
დავით გეფერიძე - აფხაზეთში საერთაშორისო ფრენების განხორციელება ეწინააღმდეგება საერთაშორისო საჰაერო სამართლის ძირითად პრინციპებსა და ნორმებს, თან მგზავრებისთვის საფრთხის შემცველიცაა
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება