გაერო-ს უშიშროების საბჭო ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ტერაქტის განხორციელების საფრთხეზე იმსჯელებს

გაერო-ს უშიშროების საბჭო დღეს შეიკრიბება, რათა კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის აფეთქების შედეგები და ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ტერაქტის საფრთხე განიხილონ, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრა აშშ-სა და ალბანეთის ინიციატივით გაიმართება.

გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილე პოლიტიკურ საკითხებში, როზმარი დიკარლო ორგანიზაციის სახელით ისაუბრებს უკრაინაში უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული ვითარების შესახებ.

22 ივნისს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ რუსეთი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ტერაქტის განსახორციელებლად ემზადება.

ზელენსკის განცხადება რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა სიცრუედ შეაფასა.

„ეს არის მორიგი ტყუილი. მოგეხსენებათ, ახლახან გვქონდა კონტაქტი ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან და მათგან ძალიან მაღალი შეფასებაც მივიღეთ. მათ დაინახეს ყველაფერი, რისი დანახვაც სურდათ“, - განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში