თურქეთმა უკრაინაში Bayraktar-ის დრონების წარმოებისთვის ლიცენზია გასცა

თურქულმა კომპანია Baykar-მა, რომელიც Bayraktar-ის დამრტყმელ დრონებს აწარმოებს, თურქეთიდან მიიღო ლიცენზია უკრაინაში TB2 და Akinci დრონების წარმოებისთვის. Defense News-ის ინფორმაციით, ამის შესახებ კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ჰალუკ ბაირაქტარმა განაცხადა.

„ჩვენ მივიღეთ თურქეთიდან შესაბამისი სალიცენზიო ნებართვები Baykar TB2 და Akıncı უპილოტო საფრენი აპარატების სრული წარმოებისთვის უკრაინაში“, - განაცხადა ბაიკარმა.

მისი ინფორმაციით, ობიექტების მშენებლობისთვის დაგეგმილი ჯამური ინვესტიცია 95.5 მილიონი აშშ დოლარია. ქარხნის გახსნა 2025 წელს იგეგმება.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო