უკრაინამ 51 დაღუპული ჯარისკაცის ცხედარი დაიბრუნა

უკრაინამ კიდევ 51 დაღუპული დამცველის ცხედარი დაიბრუნა, - ინფორმაციას უკრაინული მედია უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა საკითხების კომისარზე, ოლეგ კოტენკოზე დაყრდნობით ავრცელებს.

„განხორციელდა იმ სამხედრო მოსამსახურეების ცხედრების გადმოცემის პროცესი, რომლებმაც თავი უკრაინას შესწირეს. დღეს ახლობლებს 51 დამცველის ცხედარი დაუბრუნეს“, - წერს კოტენკო სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, დაღუპული სამხედროების ცხედრების სამშობლოში დაბრუნების პროცესი გრძელდება.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს