რუსულმა ძალებმა ხერსონში სატრანსპორტო საწარმოს დაარტყეს, დაიღუპა 2 და დაშავდა 4 ადამიანი

რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის სატრანსპორტო საწარმოს დაარტყეს, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიღუპა და 4 დაშავდა, - ამის შესახებ ხერსონის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ალექსანდრ პროკუდინმა განაცხადა.

„მორიგი რუსული ტერორისტული აქტი. ხერსონში საოკუპაციო ჯარებმა მიზანმიმართულად დაარტყეს მუნიციპალურ სატრანსპორტო საწარმოს. სამწუხაროდ, 55 წლის მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. ხუთი მისი კოლეგა დაშავდა, ისინი სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს“, - წერს პროკუდინი.

მოგვიანებით მან გაავრცელა ინფორმაცია, რომ საწარმოს კიდევ კიდევ ერთი თანამშრომელი, 43 წლის მამაკაცი გარდაიცვალა.

"ექიმები ცდილობდნენ მის გადარჩენას, მაგრამ დაზიანებები ძალიან მძიმე იყო. მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა", - წერს ხერსონის გუბერნატორი.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს