სოჭიდან სოხუმის პორტში საკრუიზო ლაინერი „პრინცი ვლადიმერი“ ჩავიდა

სოჭიდან ოკუპირებული სოხუმის პორტში საკრუიზო ლაინერი „პრინცი ვლადიმერი“ ჩავიდა, - ინფორმაციას „ეხოკავკაზა“ ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ ეს რუსული გემის მეორე საცდელი მოგზაურობაა ოკუპირებულ აფხაზეთში.

მიმდინარე წელს დაგეგმილია 11 რეისი. რეისები 29 ივნისიდან 11 სექტემბრის ჩათვლით ყოველ კვირაში შესრულდება და თითოეული კრუიზი 5 დღეს გაგრძელდება, მათ შორის გემი სამი დღის განმავლობაში სოხუმის პორტში დარჩება.

„აფხაზეთის გადამზიდავი კომპანიის“ გენერალურმა დირექტორმა დაურ არძინბამ განაცხადა, რომ ლაინერზე 54 მგზავრია.

„ესენი არიან სხვადასხვა ტურისტული კომპანიის წარმომადგენლები, რომლებიც შეისწავლიან საექსკურსიო მარშრუტებს. 96 ადამიანი კი ეკიპაჟის წევრია“, - განაცხადა მან.

გამოცემა „აფსნიპრესი“ წერს, რომ „პრინცი ვლადიმერი“ ამჟამად ერთადერთი სამგზავრო გემია, რომელიც სოხუმის საზღვაო პორტში შედის.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო