ვიოლა ფონ კრამონი ნიკა გვარამიას შეწყალებაზე - საქართველო ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა კანდიდატის სტატუსს

საქართველოს ინტერესშია, შეამციროს პოლარიზაცია და აღმოფხვრას მის სასამართლო სისტემაში გავრცელებული უსამართლობა, - ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი, ვიოლა ფონ კრამონი „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას პატიმრობიდან გათავისუფლებას.

მისი თქმით, საქართველოს პრეზიდენტმა მიიღო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება.

„საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მიიღო რთული, მაგრამ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება ბატონი ნიკა გვარამიას შეწყალებით. საქართველოს ინტერესშია, შეამციროს პოლარიზაცია და აღმოფხვრას მის სასამართლო სისტემაში გავრცელებული უსამართლობა. ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა ევროკავშირის კანდიდატობას, დარჩა კიდევ რამდენიმე ნაბიჯი“, - წერს ევროპარლამენტარი.

ავთანდილ წულაძე - სი ძინ პინმა მოსკოვში ჩასვლით წერტილი დაუსვა კისინჯერის თეორიის განხორციელების ტრამპისეულ მცდელობებს, რომლის მიზანი იყო ჩინეთისაგან რუსეთის ჩამოშორება და მისი ჩინეთთან დაპირისპირება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ELT GROUP-მა ბათუმში, ამერიკულ Wyndham Hotel Group-თან პარტნიორობით, რეგიონში პირველი LA QUINTA BY WYNDHAM-ის სასტუმრო გახსნა